BBC-ის ინფორმაციით, ორშაბათს ღამით იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 23:15 საათზე (14:15 GMT) მოხდა 50 კმ სიღრმეზე, აომორის რეგიონის სანაპიროდან დაახლოებით 80 კმ-ში. ამან გამოიწვია ცუნამის გაფრთხილებები, რომლებიც ამჟამად გაუქმებულია, ხოლო 70 სმ სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.
ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა უფრო ძლიერი ბიძგი მოხდეს – მოუწოდებს საზოგადოებას, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში დარჩნენ.





























































