იაპონიაში ძლიერმა ქარბუქმა გზატკეცილზე პრობლემები შექმნა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტოჰოკუს ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს დაახლოებით 130 ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა.
შემთხვევა მიაგის ჩრდილოეთ პრეფექტურაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე 200-ზე მეტი ადამიანი ჩარჩა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 სმ-მდე თოვლს ელოდებიან.