იაპონიაში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატად „რემდესივირი“ დაამტკიცეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „რემდესივირს“ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ.
ეს პირველი, ოფიციალურად ავტორიზებული პრეპარატია, რომელსაც იაპონია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებს.
იაპონიამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ ამ მედიკამენტის სამკურნალოდ დამტკიცებიდან სამი დღის შემდეგ მიიღო.
იაპონიაში კორონავირუსი 16 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა. გარდაიცვალა 800-მდე პაციენტი.