იპონურმა კორპორაცია “Taisei”-მ ცათამბჯენის დანგრევის ახალი მეთოდი შექმნეს.
ახალი მეთოდი შენობის ინტერიერის გათავისუფლებას და ხელოვნური ბურჯების დამაგრებას გულისხმობს. ამის შემდეგ, მუშები კედლების ნგრევას იწყებენ და ერთ სართულზე როდესაც დაასრულებენ ხელოვნურ ბურჯები ნელ-ნელა შენობის ზედა ნაწილის დაწევას იწყებს. ამ პრინციპით ხდება შენობის სართულ-სართულ დაშლა ისე, რომ გარშემო არც მტვერია და არც ხმაური.
იაპონიაში ცათამბჯენების ნგრევის საკითხი მწვავედ დგას. ტოკიოში 797 ცათამბჯენია, აქედან 100 ცათამბჯენს უახლოეს 10 წელიწადში ექსპლოატაციის ვადა გასდის, ხოლო ქალაქის სიმჭიდროვის გამო, მათი ძველი მეთოდებით დანგრევა დიდ სირთულეებს შექმნის.