იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ჟურნალისტი, მივა სადო ზედმეტი მუშაობისგან გამოწვეული დაღლილობის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა 2013 წელს მოხდა, თუმცა იაპონურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოძიების შედეგები ახლახან გაასაჯაროვა.
31 წლის ჟურნალისტი არჩევნებიდან მე-3 დღეს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტი 159 საათს დამატებით მუშაობდა და თვეში მხოლოდ 2 დღე ისვენებდა.