იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტახტის დატოვების მიზეზად მან ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
იაპონიის იმპერატორის ტახტს მისი ვაჟი, ნარუჰიტო დაიკავებს.
ცნობისთვის, იაპონიაში იმპერატორს პოლიტიკური ძალა არ აქვს. ის ქვეყნის ეროვნული ფიგურაა.