იაპონურ ჰოროსკოპში სისხლის თითოეული ჯგუფის მფლობელს (O, A, B და AB) თავისი დახასიათება აქვს.
ნახეთ, ემთხვევა თუ არა ეს დახასიათება თქვენს ან თქვენი მეგობრების ხასიათს?
O(I) – სიცოცხლით სავსენი, რომანტიკულები, ეხმარებიან უცხო ადამიანებსაც კი. მათი განაწყენება ადვილია. არ მალავენ გრძნობებს, უყვართ თამამი და ყველასგან გამორჩეული ადამიანები. ოპტიმისტები არიან.
A(II) – კეთილსინდისიერები, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა, ძალიან მონდომებულები არიან. მალავენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს. აღელვებთ სხვისი აზრი. საღად აზროვნებენ და არ უყვართ წაგება, წვრილმანებზე არ ნერვიულობენ. მოქმედებენ ფაქტებზე დაყრდნობით და არა ემოციებზე. მომთმენები არიან და პესიმიზმისკენ მიდრეკილნი.
B(III) – აქტიურები და ეგოცენტრიკულები მთლიანად ეფლობიან სამუშაოში, ჰობისა თუ საყვარელ საქმიანობაში. არ არიან დაინტერესებულები სახელისა თუ ძალაუფლების მოხვეჭაში, ფლობენ სამართლიანობის განსაკუთრებულ გრძნობას. ემოციურები არიან და აქვთ კარგი იუმორის გრძნობა. მიუხედავად ამისა, ხშირად ეცვლებათ ხასიათი. ყურადღებას არ აქცევენ დადგენილ წესებს და გარშემომყოფების აზრს.
AB(IV) – სერიოზულები, დელიკატურები, ინტერესიანები. საკუთარი გრძნობის გამოხატვა უჭირთ. აქვთ სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა, იდუმალები არიან და ხშირად ეპარებათ ეჭვი ადამიანებში. სერიოზულად ეკიდებიან მიცემულ პირობას და თითქმის არასოდეს გადადიან სიტყვას. აქვთ რთული ხასიათი.
ავტორი