იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის დაავადების – საყმაწვილოს სამკურნალო ნაერთში, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ:
შეურიეთ ერთმანეთს 1 წილი ხებალახა, 4-4 წილი ორკბილა და სამფერა ია. 1 ს/კ ნაერთს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე.
სხვათა შორის, იაჟუჟუნას ნაყენი, ორკბილას და ხებალახას გარეშეც გამოიყენება საყმაწვილოს სამკურნალოდ.
რეკომენდებულია იაჟუჟუნას გამოყენება სასუნთქი გზების, ხველებასთან დაკავშირებული პრობლემის, კანის სხვადასხვა დაავადების დროსაც.
კანის დაავადებებისას (ფერისმჭამელები, ჩირქგროვა, ეგზემა) უნდა მიიღოთ იაჟუჟუნას ნაყენი და ნახარშით კანი დაიბანოთ.
იაჟუჟუნათი მკურნალობა იმდენად შედეგიანია, რომ თანამედროვე ოფიციალურმა მედიცინამ გამოუშვა წამალი “ტრივოლინი”.