Transfermarkt-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას კლიენტების სიაში ორი ქართველი ფეხბურთელი შედის.
ერთ-ერთი თბილისის “ლოკომოტივის” 19 წლის შემტევი ვატო არველაძეა, რომელიც მანამდე 35-ე საფეხბურთო სკოლასა და თურქულ “ქაზიმფაშაში” თამაშობდა.
რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ის ჩოხატაურის “ბახმაროს” მცველი, 23 წლის რევაზ წილოსანია.
რაიოლა ისეთი ცნობილი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელო ლუკაკუ, ჰენრიხ მხითარიანი, მარკო ვერატი, მარიო ბალოტელი, ჯანლუიჯი დონარუმა და სხვა.
sportall.ge