ცოტა ხნისწინ გამოცემამ „The New York Times “სახალისო გამოკითხვა ჩაატარა თემაზე, რამდენად შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს, იყვნენ იდეალური მეუღლეები.
გამოკითხული მამაკაცების უმეტესობამ:
იდეალურ მეუღლედ ქალწულის, სასწორის და კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ქალები აღიარეს.
საუკეთესო სექსუალურ პარტნიორად ვერძის, მორიელის და მერწყულის ნიშნით დაბადებულ ქალებს მიანიჭეს უპირატესობა.
ყველაზე ჭირვეულ და რთულ პარტნიორებს შორის კი მამაკაცებმა ტყუპის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ქალები დაასახელეს.
გამოკითხულმა ქალებმა:
იდეალურ ქმრად კუროს, სასწორის და თხის რქის ნიშნით დაბადებული მამაკაცები დაასახელეს.
საუკეთესო სექსუალურ პარტნიორად უმრავლესობამ: ვერძის, მორიელის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული მამრები აღიარა.
ყველაზე პრეტენზიული ქმრების სიაში მოხვდნენ: ტყუპის, ქალწულის და თევზების ნიშნის წარმომადგენლები.