ლანჩხუთის ვეტერანთა სამსახურის უფროსის, ელგუჯა ჩხაიძის ინფორმაციით, უგზოუკვლოდ დაკარგული თამაზ ტყეშელაშვილის ცხედარი ამოცნობილია, დადასტურებულია “დნმ“-ის ანალიზითაც და დიდი ალბათობით, ლანჩხუთი თავის გმირს, 26 წლის შემდეგ, მშობლიურ ნიგვზიანში ჩამოასვენებს.
თამაზ ტყეშელაშვილი 1993 წლის ძმათამკვლელ ომს შეეწირა. 23 წლისა წავიდა ამქვეყნიდან. ლანჩხუთელი გმირი 1993 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილად გამოცხადდა.
ცნობისთვის, გასულ წელს კიდევ ერთი ლანჩხუთელი გმირის, დავით ღლონტის ცხედარი იქნა ამოცნობილი და 25 წლის შემდეგ, მშობლიურ მამათში დაკრძალეს.