ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.
“2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა.
სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის.
გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე”,_ აცხადებს ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი.


































































