ორი დღის წინ ჟურნალმა “People” წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 46 წლის ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა დაასახელა.
როგორც ელბა იხსენებს, თინეიჯერობისას ის საკუთარ სხეულში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობდა.
“ძალიან მაღალი და გამხდარი ვიყავი. და იმის გამო, რომ ჩემი სრული სახელი იდრისა აკუნა ელბა იყო, ხანდახან დაცინვის ობიექტიც ვხდებოდი. როგორც კი წვერი მოვუშვი, უბნის ყველაზე მაგარი ბიჭი გავხდი. მოუშვით ულვაში, იზრუნეთ კუნთების ზრდაზე”, – ურჩევს ის ბიჭებს.
კითხვაზე, რა არის მისი ცხოვრების საუკეთესო და უდიდესი მოვლენა, ელბა პასუხობს, რომ ეს მისი შვილების დაბადებისას ადგილზე ყოფნა იყო. მას 16 და 4 წლის შვილები ჰყავს.