იემენში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი უახლოეს დღეებში გაიზრდება.
გაერო შიშობს, რომ ქვეყანაში შესაძლოა ვირუსის გავრცელება აღმოუჩენელი დარჩეს.
ჯანდაცვის მუშაკების თქმით, ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80 % დახმარების იმედადაა, 10 მილიონი ადამიანს კი შიმშილობის საფრთხე ემუქრება.