იემენის ქალაქ ზინჯიბარში სამხედრო ბანაკში აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 8 სამახედრო დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა და ავტომობილს მართავდა, რომელიც ბანაკის შესასვლელში აფეთქდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, თავდამსხმელი „ალ ქაიდას“ წევრობაშია ეჭვმიტანილი.