გერმანია არავაქცინირებულთა პანდემიას განიცდის, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა.
„ამჟამად ძირითადად არავაქცინირებულთა პანდემიას განვიცდით და ის მასობრივია. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობა ისევ იწურება“, – აღნიშნა იენს შპანმა.
2 ნოემბერს, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოსახლეობის 66% (დაახლოებით 55.5 მილიონი ადამიანი) სრულად ვაქცინირებულია.