,,გარკვეული დროა, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ქცევაზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
„გარკვეული დროა, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის კიბერთავდასხმებზე, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე და ა.შ. რუსეთის ასეთმა ქცევამ განაპირობა ალიანსის ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის შემდეგ, მათ შორის ჩვენი ძალების მაღალი მზადყოფნა, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის საბრძოლო დანაყოფების გაგზავნა და დაფინანსების გაზრდა. ასევე ვზრდით ძალისხმევას კიბერ თავდაცვის მიმართულებით, რუსეთის ქცევას მკაფიო დაგმობა, მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობიან დემონსტრანტებს ესხმის თავს. საბოლოო ჯამში, რუსეთის სახელმწიფოს ქცევაზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ჩვენ ვნახეთ აგრესიული ქმედებები, მათ შორის ოპონენტების მკვლელობის მცდელობა, ნატო ასევე შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ რუსეთმა ავღანეთში მყოფი ნატო-ს ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა. ეს არის ქცევის ნიმუში, რომელიც მიუღებელია“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.