,,ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ერის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების რა სახის მოწყობის ნაწილი სურს იყოს, ან არ სურს“ – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ძალიან მტკიცე და მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს.
“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც ევროპული უსაფრთხოება ემყარება მრავალი წლის, ათწლეულობის განმავლობაში. ეს არის ის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ერის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების რა სახის მოწყობის ნაწილი სურს იყოს, ან არ სურს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებებს გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ და ასევე, მიზეზი იმისა, რომ ორივე ქვეყანასთან ძალიან ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს”, _ განაცხადა სტოლტენბერგი.