ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, დაკეტილ და მიტოვებულ სახლებში, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა კერძო ინიციატივით გახორციელდა _ სოფლის მკვიდრმა ავთანდილ კალანდაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყო დაკეტილი სახლების დამუშავება. მეორე დილით დახოცილი მავნებლით დაიფარა იატაკი, შიდა და გარე აივნები.
_ შედეგი საუკეთესოა, სურათი _ ამაზრზენი. ჩვენს სიახლოვეს ამ სასტიკ მავნებელს უდიდესი და მყუდრო თავშესაფარი აქვს. რასაც შევძლეეებ, შევწამლავ. ყველას მე ვერ გავწვდები.
მეტი ინიციატივა და კონკრეტული მიდგომაა საჭირო. ქალაქში თუ საზღვარგარეთ წასულ მეზობლებს ნუ გავეჯიბრებით _ ზოგი საერთოდ ვერ ჩამოვა, ზოგი _ ავადაა, ზოგს არც ადარდებს… ყველა სოფელში და ყველა უბანში უნდა აიღონ ინიციატივა. წამალი, საბედნიეროდ, უფასოდ არის, ჩვენს ძალისხმევას კი ნურავის დავამადლით, ეს იგივე ომია, სადაც ჯიბრი არ შეიძლება, _ გვითხრა ავთანდილ კალანდაძემ.