ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობას შეეხება პალესტინელების პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისინი მიიჩნევენ, რომ ტრამპმა გადაწყვეტილება ცალსახად, ისრაელის მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო, ხოლო პალესტინელების შესახებ ფაქტები დააიგნორა.
მათ საპროტესტო აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშები დაწვეს.
ისრაელის არმიამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაღაზიები და ბიზნეს დაწესებულებები გაიფიცა. დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.
როგორც ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მას არ დაუნიშნავს იერუსალიმის საზღვრები და მხარს დაუჭერს საერთაშორისო ფორმულას მშვიდობისთვის თუ ისრაელი და პალესტინა შეთანხმდებიან.
ამავე თემაზე: