დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შეზღუდვების დაწესება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
მისი განმარტებით, არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა და, პარალელურად, ვაქცინაცია სრულიად საკმარისი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის.
“ჯერჯერობით, დამატებით შეზღუდვებს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ, იმიტომ, რომ ბრძოლის ორი იარაღი – ვაქცინა და არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით, პირბადის ტარება, სრულიად საკმარისი იქნება,”-განაცხადა პაატა იმნაძემ.
წყარო: რუსთავი2