პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.
“ასეთი გეგმა არ აქვს არცერთ სახელისუფლებო სტრუქტურას და პოლიტიკურად ჩვენი კურსი ცნობილია. ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვის, ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის რუსული ზეგავლენის გაფართოება თბილისში, ან საქართველოს რეგიონებში,”_განაცხადა თალაკვაძემ.