დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის გამო, შესაძლოა ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეჩერდეს და სრული ლოკდაუნი გამოცხადდეს.
იმნაძის ინფორმაციით, მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.
ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ყველა შეზღუდვა წინასწარ გაწერილი ორთვიანი გეგმის მიხედვით განხორციელდება.
„მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორ თვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა იმნაძემ.
წყარო: 1tv.ge