“თუ საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომას აღიარებს, ლოგიკური იქნება მისი მოხსნა”, _ განაცხადა ე.წ. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლმა, იგორ კოჩიევმა.
მისი თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 128-ე შეხვედრის საკვანძო პუნქტი კვლავ სოფელ უისტას [იგივე წნელისი, ჩორჩანას მახლობლად] მახლობლად ქართული საგუშაგოს გაუქმება გახდა.
„ამჯერად, მაგალითად მოვიყვანეთ, რომ საგუშაგოს გახსნის ინიციატორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო, რომელიც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი გახდა.
ახლა გახარია, რომელიც სავარაუდოდ გერმანიაში იმყოფება, დაუსწრებლად დაპატიმრებულია საქართველოს პროკურატურის მიერ. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შორის ფიგურირებს ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა სოფელ უისტასთან (იგივე წნელისი, ჩორჩანას მახლობლად), სადაც ქართული პოლიციის საგუშაგოა გახსნილი“, _ თქვა კოჩიევმა.
































































