„25 ნოემბერს პარლამენტთან დილიდან უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რადგან რუსულ ოცნებას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეიკრიბონ არალეგიტიმურ პარლამენტში,” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ.
“ორშაბათს, 25 ნოემბერს, დილიდან უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ძალიან ხისტები, რადგან რუსული ოცნების წარმომადგენლებს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ შეიკრიბონ არალეგიტიმურ პარლამენტში. არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩი ამ სხდომას არ დაესწრება, რადგან არ აღიარებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, ისინი ამბობენ, რომ რუსული სპეცოპერაციით ხალხს წაართვეს არჩევნები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 25 ნოემბერს ვიყოთ ძალიან ბევრი პარლამენტთან დილიდან, რადგან ეს არის ქვეყნის სამსახური და ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა, რომ არ მივცეთ უფლება არალეგიტიმური პარლამენტის თავიანთი თავისთვის მორგება და ფუნქციონირება,” – განაცხადა იგორ ნარმანიამ.