საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა _ 12 სოფლიდან, 9 ჩაიკეტა.
მეტი დეტალისთვის, თუ რა მდგომარეობა იყო საჩხერეში, “გურია ნიუსი” მერთან დაკავშირებას შეეცადა _ ლევან ივანაშვილის ნომრის გასაგებად, მის პრესამსახურს დავუკავშირდით, თუმცა მან ნომერი არ მოგვცა და “გვირჩია” მერიის გვერდზე დადებული ინფორმაციით გვეხელმძღვანელა.
არადა, მერიების, საჯარო სამსახურების საზოგადოებასთან, მედიასთან ურთიერთობის სამსახურებს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვთ _ ჟურნალისტებს, მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება მაქსიმალურად გაუადვილონ. მერებს კი, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება კანონით ევალებათ.
” მოგცემთ თუ არა კომენტარს, უნდა შევუთანხმდე. იხელმძღვანელეთ გვერდზე დადებული ინფორმაციით”, _ ამბობს პრესსამსახური.
საჩხერის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი ამ დროისთვის, ზოგ ადგილებში მეტრზე მეტია.