მედიაჩეკერის ინფორმაციით, „მთავარ არხზე“ იუმორისტული პროექტების დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
რა ხდება
11 ივნისს, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნიკა ქავთარაძემ, ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია „მთავარ არხზე“, ფინანსური პრობლემების გამო, იუმორისტული პროექტების დახურვის შესახებ.
- „მთავარი არხის“ დირექტორი თამთა მურადაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს: „ჩვენ არ ვხურავთ გადაცემას, პირიქით, ჩვენ გვჭირდება გადაცემები“
- მისი თქმით, ტელევიზიას ფინანსურად უჭირს, ამიტომაც უარის თქმა უწევთ დაქირავებულ სტუდიაზე, სადაც სხვადასხვა გადაცემა, მათ შორის, იუმორისტული შოუები იწერებოდა.
- ზოგი გადაცემისთვის არხმა უკვე იპოვა გადასაღები სივრცე.
კონტექსტი
- „მთავარი არხის“ ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
- გვარამიას დაპატიმრების შემდეგ „მთავარი არხის” გადასარჩენად, „მედიის თავისუფლების ფონდი“ შეიქმნა, რომლის მიზანი ტელეკომპანიის ფინანსური მხარდაჭერაა.