„რუსთავი 2-ში“ დღეს გამართული თათბირის შემდეგ, გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხები განიხილებოდა შეხვედრაზე.
არსებული ინფორმაციით, თათბირზე განიხილეს „კომედი არხის“ შესაძლო დახურვის, თანამშრომლებისა და ბიუჯეტის შემცირების, ასევე წილების გადანაწილების დღის წესრიგიდან მოხსნის საკითხები.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, საზოგადოებრივი დაუკავშირდა „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორს. ნიკა გვარამიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არცერთი ზემოხსენებული საკითხი თათბირზე არ განუხილავთ, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე.
ინფორმაციას, თითქოს თათბირზე „კომედი არხის“ შესაძლო დახურვის, თანამშრომლებისა და ბიუჯეტის შემცირების საკითხები განიხილებოდა, არ ადასტურებს „კომედი ჯგუფის“ ხელმძღვანელი და „ვანოს შოუს“ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი.
წყარო: 1tv.ge