უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, გურიაში მცხოვრებლების და მათ შორის მძღოლების დაბნევა და უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ჩათვალეს, რომ ტრანსპორტმა არ უნდა იმოძრაოს.
შიდა ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შესახებ საუბრობდნენ გუშინ „გურია ნიუსთან“ ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების სამსახურში. ამ დილას კი ოზურგეთის ავტოსადგურში ჩვენს გადამღებ ჯგუფს სოფლების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები არ დახვდა.თუმცა მოგვიანებით ტრანსპორტმა მოძრაობა გაანახლა.
იკრძალება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრობა ჩოხატაურში- ამის გასარკვევად ჩოხატაურის მერს,ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.
„გურიაში ტრანსპორტის მოძრაობა არ იკრაძალება. მით უმეტეს, რომ ჩვენ მუნიციპალური ტრანსპორტი არ გვყავს“,_ გვითხრა კუჭავამ.
ჩვენ ხიდისთავი-ჩოხატაურის რეისზე მომუშავე ერთ-ერთ მძღოლსაც ვესაუბრეთ.
„მოძრაობის აკრძალვის დროს გვაფრთხილებდნენ გამგეობიდან. ახლა არ გავუფრთხილებივართ. ვმუშაობთ ჩვეულებრივად“,_ გვითხრა მძღოლმა.
[sexy_author_bio]