ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელი ილია ღლონტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სანამ ფონდები დაბრუნდება, ჯარიმების გადასახდელად თანხას ჯგუფში ააგროვებენ.
“მეგობრებო, გთხოვთ გაავრცელოთ! სანამ ფონდები დაგვიბრუნდებიან, „დაიტოვეში” შევაგროვებთ თანხას, ჯარიმების გადასახდელად!!
ახლა სასწრაფოდ უნდა შევაგროვოთ ჯარიმის თანხა 2 ადამიანისთვის, გადახდის ბოლო ვადა ხვალაა.
„დაიტოვეში”, პოსტში და კომენტარებში, მივუთითებთ ადმინების ანგარიშის ნომრებს, რომელთა დოკუმენტაცია წინასწარ „დაიტოვეს” გუნდის მიერ იქნება შემოწმებული!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ პატრულის ჯარიმაა, უნდა გქონდეთ უკვე გასაჩივრებული!
თუ სასამართლოს ჯარიმაა, დადგენილების საფუძველზე.
აუცილებელია პოსტის დადებამდე დაგვიკავშირდეთ „დაიტოვე • Daitove” აქ და წარადგინოთ ყველა დოკუმენტი.
ყველაფერი იქნება გაკონტროლებული მკაცრად და დეტალურად”, – წერს ილია ღლონტი სოციალურ ქსელში.