სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, პატრიარქმა ხმის მიცემისას გადასატანი ყუთით ისარგებლა.
„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.