საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება, სადაც შენდობის წესი აღევლინება.
ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში დღეს დილით, საკვირაო წირვაზე ელოდებოდნენ, თუმცა, მისი ექიმის განცხადებით პატრიარქმა ტაძარში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ შენდობის დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში სრულდება და შესაბამისი ლოცვები იკითხება.
წირვის დასრულების შემდეგ ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს წყენას.