საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ ადამიანებმა გულში უფალი უნდა შეუშვან, რაც ძნელი მისაღწევია.
„რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა? როდისაა ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის? ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მდიდარი არის, მაგრამ ბედნიერი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა“, – განაცხადა პატრიარქმა.