ილონ მასკმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია SpaceX-ის შესაძლებლობებში და ხომალდი სახელად StarShip მოახერხებს ორბიტაზე გაფრენას. ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.
მთვარისა და მარსის მისიები საკმაოდ ცნობილია მსოფლიოსთვის. როგორც მოგეხსენებათ, 1969 წლის 20 ივლისის შემდეგ აღარ განხორციელებულა ფრენა მთვარის მიმართულებით. მასზე კი პირველად ფეხი ნილ არმსტრონგმა, ამერიკელმა ასტრონავტმა, დადგა. სწორედ ამ მოვლენიდან გამომდინარე, ილონ მასკის მთავარი მიზანი არის მარსის კოლონიზაცია და მთვარეზე ადამიანის გაშვება. მიუხედავად ამ სურვილებისა, ჯერჯერობით არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ხელს უშლის მას ამ გეგმის განხორციელებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაკეტის შვიდი პროტოტიპული ვერსია განადგურდა, რვა კი წარმატებით დაეშვა დედამიწაზე საცდელი ფრენის შემდეგ. ახლა SpaceX-ის მთავარი გამოწვევა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მიერ ე.წ “Boca Chica” საცდელ ფრენაზე თანხმობის მიღებაა.
SpaceX ამაჟამად პირველ მისიას მთვარის მიმართულებით 2023 წელს გეგმავს.
[sexy_author_bio]