“კიბერ თავდასხმა X-ზე უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებიდან განხორცილედა”,_ ამის შესახებ სოციალური ქსელის Х (ყოფილი Twitter) მფლობელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ტელეკომპანია FOX NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებით არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით“, – თქვა მასკმა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Dark Storm Team აიღო.






























































