აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ს აღარ შეიძენს.
მასკის ადვოკატებმა Twitter-ის გუნდს წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ ილონ მასკი კომპანიასთან $44 მილიარდიან შეთანხმებას წყვეტს.
ტესლას აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ გარიგებაზე უარის თქმის უფლება აქვს, რადგან Twitter-ის წარმომადგენლებმა მას კომპანიის შიდა ბაზებზე წვდომა ნაწილობრივ გაუხსნეს და დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, გარკვეული მონაცემები სრულად არ მიაწოდეს.
რაც შეეხება Twitter-ის პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ მიმართავენ სამართლებრივ მოქმედებებს გარიგების აღსასრულებლად.
იურისტები ამბობენ, რომ მასკს შეთანხმებიდან გასვლა გაუჭირდება.
ავტორი