„Tesla“–ს და „SpaceX“–ის დამფუძნებელი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი ერთმანეთს დაშორდნენ.
„Tesla“–სა და „SpaceX“–ში მუშაობის გამო, იძულებული ვარ ვიყო ტეხასში ან ვიმოგზაურო საზღვარგარეთ. მას კი სამსახური ძირითადად ლოს–ანჯელესში აქვს“, – განაცხადა ილონ მასკმა.
მისი მტკიცებით, გრაიმსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მათ ერთმანეთი ისევ უყვართ. ამასთან, საერთო შვილი ახლა მათთან იმყოფება.
ილონ მასკსა და გრაიმსს ვაჟი 2020 წლის 5 მაისს შეეძინათ. ჩვილს მშობლებმა სახელად „X Æ A-12“ შეურჩიეს.
ილონ მასკს ყოფილი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ამერიკელი ბიზნესმენი კანადელ მომღერალს 2018 წლის გაზაფხულიდან ხვდებოდა.
[sexy_author_bio]