ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ STARLINK-ს ისევ უფასოდ მიაწვდის, Tesla-ს დამფუძნებელმა ამის შესახებ twitter–ზე დაწერა.
“მიუხედავად იმისა, რომ Starlink კარგავს ფულს და სხვა კომპანიები იღებენ მილიარდობით დოლარს გადასახადის გადამხდელთა ფულს, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას“, – წერს მასკი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინას სატელიტურ ინტერნეტს უფასოდ აღარ მიაწვდიდა.
Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები უკრაინის სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყაროა, რაც მათ საშუალებას აძლევთ იყვნენ კავშირზე მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი და საკაბელო ქსელები ნადგურდება.
ავტორი