„SpaceX“-ისა და „Tesla“-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა გაამხილა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს.
მასკმა თავისი დიაგნოზი გადაცემა „Saturday Night Live“-ის ეთერში გააჟღერა. 49 წლის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის „პირველი ადამიანია ასპერგერის სინდრომით“, რომელიც პოპულარული იუმორისტული შოუს წამყვანი გახდა.
„Wikipedia“-ს თანახმად, ასპერგერის სინდრომი განვითარების დარღვევაა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა ჰანს ასპერგერმა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი,კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.
[sexy_author_bio]