“ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს”, _ ასე მიმართა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, თომას ჰენდრიკ ილვესმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.
ამ განცხადებით ილვესი კარლ ბილდტზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება:
“როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს”, – წერს ილვესი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, “ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან”. მეორე დღეს ამავე შინაარსის განცხადებები ირაკლი კობახიძემ გაიმეორა.
ავტორი