https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“იმედგაცრუებული” და “გადაგდებული” მასწავლებლები _ ახალი სახელფასო პოლიტიკა ძალაში შევიდა

23:37; 8.07.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმს, რომელიც 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის 13 ივნისს გაკეთებული განცხადებით, მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდებოდა, თუმცა, ირკვევა, რომ საქმე სულაც არაა ასე და რომ სახელფასო მატება ყველაზე ნაკლებად მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხოთ. მეტიც, მათ მომატების ნაცვლად, ხელფასი დააკლდა.

ირკვევა, რომ ანაზღაურების დიდი წილი გამოითვლება სრულად საათობრივი დატვირთვის მიხედვით, ხოლო საათის ღირებულება სამჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის ანაზღაურების 70%-ს ჩატარებული საათების ღირებულების შესაბამისი თანხა შეადგენს. წინა მოდელით, მასწავლებლის ანაზღაურების 60%-ზე მეტს შეადგენდა მათი პროფესიული განვითარების სქემით მინიჭებული სტატუსის დანამატი.
მოკლედ, ხელფასი მოიმატებს საათების ხარჯზე და არა პედაგოგთა დაგროვილი ცოდნის, ხარისხისა და შრომის მიხედვით, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსის დანამატს იღებდნენ, ხოლო ამ სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად მუშაობდნენ პროექტებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ა.შ., ახლა ეს დანამატი შეუმცირდებათ. ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვთ და ასეთი პედაგოგთა საერთო რაოდენობის უმრავლესობაა, ხელფასი საგრძნობლად გაეზრდებათ.

ახალი სახელფასო ფორმულის შესახებ “გურია ნიუსმა” საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  სთხოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მეორე უცხო ენის მასწავლებელს იზა შათირიშვილს.

“ჩემი პოზიციაა იმედგაცრუება. ვულოცავ ყველას, ვისაც რეალურად გაეზარდა ხელფასი, მაგრამ ასეთები უფრო ცოტანი არიან. ანუ თუ მასწავლებელს აქვს განაკვეთზე ბევრად მეტი საათი (განაკვეთი 18 საათია, ), ვთქვათ 25 საათი – მის ხელფასზე ნამდვილად აისახა მატება. თუმცა ასეთი სკოლაში შეიძლება იყოს ერთი ან ორი. მე ახალი ფორმულით საშვებულებო ხელფასი გამეზარდა 174 ლარით და აქ შედის საათობრივი და ე.წ.  წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი. მაგრამ სექტემბრიდან, როცა ჩემი საათობრივი დატვირთვა შემცირდება (სკოლაში შესაბამისი საათების არ არსებობის გამო), შესაბამისად ხელფასიც დაიკლებს და ამის გამო სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ხელფასის შევსება ხელზე ასაღები 156 ლარით. არადა, აქამდე სტატუსის დანამატს სრულად ვიღებდი საათების დანაკლისის შემთხვევაში. ახალი ფორმულით, გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება და გაუქმდა/შემცირდა სტატუსის დანამატი, რომელიც ხელფასის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა. მცირესაათიან მასწავლებლებს, დაწყებითების პედაგოგებს – შესაბამისად ვერ ექნებათ ხელფასის დიდი მატება. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო დაწყებითის მასწავლებლების მდგომარეობა – მათი უმეტესობა 13 საათზე აიღებს გაზრდილ ანაზღაურებას, ეს კი საერთოდ არ არის ბევრი. სკოლებში ბევრი არ არის ისეთი მაწავლებელი, ვისაც სრული განაკვეთი, ანუ 18 სთ და მეტი აქვს. ამასთან საათების განაწილების დროს გარკვეულწილად მოქმედებდა კოლეგიალობის პრინციპი – ორი მასწავლებელი ინაწილებდა ვთქვათ 30 სთ – თითოს 15-15, არ აქვთ სრული განაკვეთი, მაგრამ აქვთ სრული დანამატი. ახლა?! ხელფასი რეალურად გაგეზრდება თუ გექნება 18 და მეტი სთ და ეს მოხდება კოლეგის დაზარალების ხარჯზე, რადგან მეტი საათი უბრალოდ არ არის სკოლაში! რაც შეეხება წამყვანისა და მენტორის დანამატის 150 და 300 ლარზე ჩამოსვლას (აქ იგულისხმება დარიცხული ხელფასი და მას აკლდება 20-22%), საკმაოდ გულსატკენი აღმოჩნდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის. ჩვენ შევეცადეთ და ფეხი ავუწყვეთ სამინისტროს მოთხოვნებს, ვაკეთებდით უამრავ აქტივობას ( გამოცდების ჩაბარება,კვლევების ჩატარება, უამრვ პროექტში ჩართულობა….), რომლებიც ჩვენს პროფესიულ ზრდასაც უწყობდა ხელს და წახალისებული იყო შესაბამისი ანაზღაურებით, წინსვლის მოტივაციაც მაღალი იყო აღარც ზედმეტი საათებისთვის გვიწევდა ბრძოლა! ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს დანამატი ბევრი ყოფილა და ერთი ხელის მოსმით შეამცირეს. მასწავლებლები ყოველთვის ვითხოვდით სახელფასო ზრდას, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო დანამატის შემცირების ხარჯზე! დარწმუნებული ვარ, ბევრ პედაგოგს დაუკარგეს წინსვლის სურვილი! ანუ ახალი სახელფასო პოლიტიკით, მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგის ანაზღაურების ზრდა ნაკლებია ან სულაც უმნიშვნელო, და რომ არა 2 წელზე გაწერილი „200 ლარიანი“ (ხელზე ასაღები დაახლოებით 156-160ლ) კომპენსაცია, ხელფასები დაგვაკლდებოდა კიდეც. დიდი იმედი მაქვს, ეს სახელფასო ფორმულა კიდევ არა ერთხელ გადაიხედება და ყველა პედაგოგს ექნება ღირსეული ხელფასი, რომლის დათვლის ფორმულაც გაითვალისწინებს როგორც მის საათების რაოდენობას, ისე სტატუსს და ღვაწლს, _ გვითხრა იზა შათირიშვილმა.

ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ “იმედგაცრუებული” და “გადაგდებული” მასწავლებლები” ბევრს საუბრობენ სოციალურ ქსელში.

“რატომ არის პრიორიტეტი საათების ფაქტორი. ყველამ იცის, რაც მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს მეტ რესურსს ხარჯავს და შესაბამისად ნაკლებსაათიანი მასწავლებელი მეტ ენერგიას მოახმარს მოსწავლეს. ვცდები? ახლა კი თქვენ ამით მარათონი გამოაცხადეთ საათებზე.
რატომ გაუთანაბრეთ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება იმ მასწავლებლების ანაზღაურებას, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს და კრედიტებით შეივსეს ძლივს, და ისიც იმ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხარჯზე, თქვენ რომ სტატუსის დანამატი წაართვით. 150 ლარი ფუნქციური დანამატი არის დაცინვა! თუ პროფესიული განვითარება ყველა მასწავლებლის ვალდებულებაა, მაშინ ჯერ ეს იმ მასწავლებლებს მოთხოვეთ, რომელთაც ბაზისური უნარი არ გააჩნიათ (კონკრეტიკას არ დავიწყებ, სირცხვილია) და წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ზურგით გადიან. ნუ შეგვედავებით იმაში, რომ კოლეგიალობა და თანამშრომლობა გვეშლება. კოლეგიალობა რომ გაგვაჩნია, მიტომ ვეხმარებოდით ერთმანეთს. უბრალოდ უსამართლობა და კოლეგიალობა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან.
უპრეცენდენტო უსამართლობაა, ადამიანი აშრომო და შემდეგ ეს ნაშრომი წყალში ჩაუყარო. ვინც ამ ფორმულის შემუშავებაში მონაწილეობდით, იცით რამდენი შრომაა წამყვან–მენტორის საფეხურზე გადასვლა?”–კრიტიკას არ იშურებენ პედაგოგები განათლების სამინისტროს მისამართით.

კრიტიკის მთავარი მიზეზი კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატების 150 და 300 ლარამდე შემცირება გახდა.

ირკვევა, რომ ვინც ახლა დააპირებს სტატუსის ამაღლებას, სწორედ ამ რაოდენობის დანამატს მიიღებს. ხოლო ვინც ძველი წესით იღებდა დანამატს და ვისაც, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, ხელფასი შეუმცირდებათ, მათ შემდეგი 2 წლის განმავლობაში იმავე ხელფასს შეუნარჩუნებენ. ასევე დამატებით მიიღებენ კიდევ 200 ლარს.

თუ, მაგალითად, მენტორი მასწავლებელი, 10-საათიანი დატვირთვის პირობებში იღებდა პირობითად, 3000 ლარს, ხოლო ახლა, ახალი ფორმულით დათვლილი ანაზღაურება გამოსდის 1600 ლარი, ის ორი წლის განმავლობაში მიიღებს ისევ თავის ძველ ანაზღაურებას, 3000 ლარს + დამატებით 200 ლარს.
არადა, სტატუსის მქონე პედაგოგებს იმედი ჰქონდათ, რომ ძველი დანამატი დარჩებოდათ და ხელფასის ზრდის შემთხვევაში, ამ თანხას მიემატებოდა დანარჩენი თანხა.

მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგები.
ერთ-ერთი ასეთი ლანჩხუთის პირველის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლელა ჩხაიძეა, რომელსაც ახალი სახელფასო პოლიტიკის შედეგად მატების ნაცვლად ანაზღაურება შეუმცირდა.
“ბოლომდე იმედით ვიყავი. გაირკვა არაჩვეულებრივი ფორმულით მომატებული უპრეცედენტო ხელფასის რაოდენობა.
წლები ვაკეთებდით იმას,რასაც განათლების სამინისტრო, მასწავლებელთა სახლი გვთავაზობდა. დაუღალავი შრომის, ღამეების თენების ფასად დაგვიჯდა ყველაფერი.
ახლა ერთი ანდაზის ამარა დავრჩი- ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”
მე ხელფასი დამაკლდა!
მადლობა, ბატონო მინისტრო!
ახალი ფორმულის მიხედვით, 15 საათამდე არ ვარ მაგისტრი, 15 საათის შემდეგ, ვყოფილვარ!
და იმისთვის,რომ საათები მივიღო სამი საგნის იქით, ანუ სრული განაკვეთი(ეს სამი საგანი გამოცდაზე რა საგნებიდან მოიაზრებდა საკითხებს , ეს დაწყებითებმა იცის) უნდა ჩავაბარო :
ფიზკულტურა 1-12; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 1-12; მე და საზოგადოება- სამოქალაქო განათლება 1-12. მოკლედ, ეს დაწყებითები ,,ყველაფერჩიკები”” ვართ რა! ამ ასაკში პროფესორობაზე მაქვს პრეტენზია”, –დაწერა სოციალურ ქსელში ლელა ჩხაიძემ, რასაც ფაქტით უკმაყოფილო სხვა მასწავლებლებიც გამოეხმაურენ:

ლელა გობრონიძე: –”ხოდა, მივყვეთ! თითო წელს, თითო საგანი ჩავაბაროთ. რაღა საჭიროა სტატუსის ამაღლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა… ვიყოთ “ყველაფერჩიკები”. მერე რაღას იზამენ, რანაირად აიტანენ ამდენ ,,ყველაფრის” მასწავლებელს, საინტერესოა… იმ ორ ტონა სერტიფიკატს კიდევ დავუმატოთ ორი ტონა… რა გონებამ შეთხზა ეს ფორმულა, გასაოცარია პირდაპირ.
საოცრად დისკრიმინაციული ფორმულა! მასწავლებლის დაცინვა და აბუჩად აგდება , შრომის გაუფასურება, მოტივაციის გაქრობა… გაუგონარი ცინიზმი…”
თინიკო შეშელიძე:–” უნამუსოები….რა გააკეთეს,რა ჩაიფიქრეს….ან რას გვიქადნიან 2 წლის შემდეგ,კიდევ კარგი მეორე სკოლაში ვმუშაობ…მეც დამაკლდა და სამარცხვინო 160 ლარიან მატებაში მოვხვდი….”
ლოლა ჩხაიძე:–”განათლების სისტემის ყველა რეფორმას, ყველა გამოწვევას რომ სათანადო შრომით ვუპასუხეთ, ყველგან რომ დავადასტურეთ უმაღლესი კრედიტებით ჩვენი კომპეტენცია, რა მივიღეთ ბოლოში? დაცინვა, თან ისეთი, რომ არ მახსენდება მსგავსი არასოდეს. ხელფასზე არასდროს მიწუწუნია და ახლაც არ ვწუწუნებ. მერჩივნა საერთოდ არც მოემატებინათ და ის ღირსება დაეტოვებინათ, რაც ჩვენი შრომით მოვიპოვეთ. ამ ჟესტით გვეუბნებიან სულ ტყუილად იშრომეთო. ეს ,,უპრეცენდენტო მატება” გახდა უპროცენდეტო ტყუილი”.
შორენა ლელაძე: “ტოტალური ტყუილი…..შელახული ღირსება… არ მინდა ასეთი ხელფასის მატება.
კიდევ რა სიურპრიზს უნდა ველოდეთ?”

კოლეგების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს უფროსი მასწავლებლების ნაწილიც.

“მე რომ უფროსი მქვია და შენ წამყვანი, ეს ნიშნავს, რომ ჩემზე მეტი იშრომე. მენტორმა ორჯერ მეტი იშრომა. წერტილი.

ახლა ფინანსურად გამართული ვარ, მორალურად-დაბნეული…

სოლიდარობა ჩემგან მათ, ვინც ფინანსურადაც დაზარალდა და მორალურადაც”, _ წერენ ფეისბუქჯგუფში “მოტივირებულ პედაგოგები”.

თუმცა არიან ისეთები, ვინც კოლეგებს ასე საჯაროდ ანაზღაურების საკითხზე თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ფული ყველაფერი არ არის, მთავარი მასწავლებლობა და პროფესიაში ენთუზიაზმია.

განათლების სპეციალისტთა ერთი ნაწილის პოზიციით, მასწავლებელთა ხელფასების მომატების სქემით სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ გათვლა გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე და მათი კმაყოფილების ხარისხზე.
განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით კი, ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავებით, მასწავლებელთა მრავალწლიან მოთხოვნას უპასუხეს.

ახალი სახელფასო პოლიტიკით შეშფოთებულმა მასწავლებლებმა პეტიცია შეადგინეს, რასაც ხელს ათასობით მასწავლებელი აწერს.

2023 წლის 18 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებოდათ მასწავლებლებს ხელფასი 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტში და თითოეული პედაგოგის ხელფასი გახდებოდა 1700-1800 ლარი და ზევით.

სახელფასო ფორმულის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას იანვრიდანვე დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ზოგადი განცხადებების მეტი არ გაკეთებულა და ახლა უშუალოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საუბრებში აღნიშნავდა, რომ წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატს არ შეეხებოდნენ, თუმცა, მიუხედავად განცხადებებისა, უფროსის სტატუსი და დანამატი გაქრა, წამყვანის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის – 300.

მოვითხოვთ, თითოეული პედაგოგის  სტატუსი და შესაბამისი დანამატი შენარჩუნდეს უცვლელად და 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე, _ ვკითხულობთ პეტიციაში.

გაზიარება26Tweet17Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2 თებერვალი, 2026

,,ყველა ბურთი ჩემია, ავიღებ.." _ ჩვენი ფეხბურთელი ბაღანე იუბილარია…

ოპოზიციის კონფიგურაცია საარჩევნოდ _ ენმ-მ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო