ევროკომისია იმედოვნებს, რომ თურქეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვების შემდეგ, ერთგულ პარტნიორად დარჩება. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, ერვროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი დარჩება ერთგული პარტნიორი ევროკავშირის ისეთი საკითხების, რაც საერთო ინტერესსაც წარმოადგენს და მიგრაციას, უსაფრთხოებას, რეგიონალურ სტაბილურობას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება“,_განაცხადეს ევროკომისიაში.
როგორც ცნობილია, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 53 % მიიღო. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, სამართლიანობისა და განვითარების პარტია „ნაციონალისტურ მოძრაობასთან“ ერთად პარლამენტში უმრავსელობას დაიკავებს.