თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი თოქ- შოუ „იმედი Live“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.
რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმარჯვებს. _ გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი „იმედისთვის“ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა.” _ აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განხცხადებაში.