ადვოკატი, ყოფილი პარლამენტარი ეკა ბესელია ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავებას ეხმაურება:
„საქართველოს გენერალური პროკურატურა:
ქოლცენტრების ორგანიზებულ დანაშაულთან ერთად იმედია ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს , რომ შეკვეთილი, ცილისწამებლური განცხადებები დაეწერა წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ , გაევრცელებინა პირადი ცხოვრების მასალები , დაებრალებინა არაერთი სიცრუე… ვერც კი ჩამოვთვლი …
ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ ?
ან თავად კილაძე მოყვება ან პროკურატურა დაადგენს …
ველოდები ამ კითხვებზე პასუხს!“































































