ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
„12 -15 წლის რისკის მქონე დაავადების ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტიგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში!
6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია…) ხალხისთვის!
პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროვებული!“