ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, რომელიც სხვა ბიზნესმენებთან ერათად, პრემიერს შეხვდა, ამბობს რომ “ქართული ოცნების” მომხრეა.
რუხაძის თქმით, კობახიძესთან შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მათ შორის, “ქართული ოცნების” მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილზე.
“მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს, შესაძლოა, უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა“.
როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ აკეთებს“, _ უთხრა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია “იმედს”.