“დღეს ახალგაზრდების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” არქიტექტორმა ლევან კალანდარიშვილმა განუცხადა.
“ისეთმა კარგმა ახალგაზრდებმა აიღეს ინიციატივა თავის ხელში, რომ ახლა მათ გვერდით დგომა უფრო მნიშვნელოვანია ჩემი თაობის ადამიანებისთვის, ვიდრე რაღაც კონკრეტული რჩევების მიცემა. ისეთ წერტილამდე მიდის ეს ყველაფერი, რომ ძალიან ვღელავ. ვერ დავახვედრეთ ჩემმა თაობამ ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც ეკადრებოდა ჩვენს შვილებს. დღეს სწორედ ეს ჩანს, რომ ეს შვილები ბევრად უფრო საღად აზროვნებენ, მე მგონი, ვიდრე ჩვენ. იმედით ვცოცხლობ მაინც!”_ ამბობს ლევან კალანდარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მე-13 დღეა, რაც საპროტესტო აქციები ტარდება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან რუსაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ და 28 ნოემბერს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ აპროტესტებენ. ამას გარდა, მათ მოთხოვნებს უკანონოდ დაჭერილი ადამიანების გამოშვებაც დაემატა.
ავტორი