„ვატაროთ პირბადეები და დავიცვათ სოციალური დისტანცია“,_ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა მხარის რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მოსახლეობას რეგიონში არსებულ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
შალამბერიძემ ამ ეტაპზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, მთავრობის მიერ განსაზღვრული რეგულაციების კონტროლსა და აღსრულებაზე გაამახვილა ყურადღება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისგან მიმდინარე პროცესებზე მოისმინა ინფორმაცია და ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
იმერეთში, ჯამში, 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, როგორც იმერეთის რეგიონში მცხოვრები, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი პაციენტები.
ზვიად შალამბერიძის თქმით, მართალია, რიცხვი საკმაოდ მაღალია, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებები არსებული რესურსებით კარგად უმკლავდებიან შექმნილ მდგომარეობას.