იმერეთში დღეს კოვიდ ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, _ ეს ინფორმაცია დღეს მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააჟღერა.
“ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთის მასშტაბით, 1550 ტესტი იქნა აღებული, საიდანაც დაგვიდასტურდა 388 კოვიდ დადებითი შემთხვევა. ძირითადად, ეს უკავშირდება არსებულ ოჯახის წევრებში კოვიდ-19-ის გამოვლენას. დამატებით რაიმე საყურადღებო ახალი კლასტერი, ჯერჯერობით, არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად ინფიცირების რაოდენობის ზრდისა, იმერეთში სიტუაციას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ. საწოლფონდი, შესაბამისად, გაიზარდა და დღესდღეობით, კოვიდკლინიკებში 900-მდე ადამიანს ვმართავთ, 140- კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული, კარანტინში 120-მდე ადამიანი გვყავს. მთელი იმერეთის მასშტაბით, 4000 მოქალაქე არის თვითიზოლაციაში”, _ განაცხადა ამ წუთებში ჟურნალისტებთან საუბარისას ზვიად შალამბერიძემ.