დღეს თბილისში პარლამენტის წინ მორიგი აქცია არის ჩანიშნული. როგორც ცნობილია, აქციას საქართველოს რეგიონებიდან შეუერთდებიან მოქალაქეები.
„ევროპული მარში” ბათუმიდან დაიწყო. გზად შემოგვიართდნენ გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან სამოქალაქო აქტივისტები და ასე ერთიანად ჩავალთ თბილისში. ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ექცევიან აქციის მონაწილეებს პოლიციელები და რა მდგომარეობაა. ასევე, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს კარგად მიგვახვედრა, რომ მათ აღარ უნდათ ევროკავშირი. იმიტომ ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ დავიცვათ ჩვენი ევროპული ღირებულებები,” – თქვა ჩვენთან საუბრის დროს სამოქალაქო აქტივისტმა ბათუმიდან ციალა ქათამიძემ.